განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული სისტემურად ახდენდა მისი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის შემოსავლების არასწორ დეკლარირებას.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. რაც სასჯელის სახით, 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.