დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერების ტრანსპორტირება - შეფასება

საქართველოში დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერების ტრანსპორტირების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა.

„უკრაინის სპეცსამსახურებმა ჩვენი დაზიანება არაერთხელ მოინდომეს“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. „როგორ შეგიძლია, სამშობლო გიყვარდეს და ამაზე ხმას არ იღებდე? ვინც დაკავებულია, ამბობს, რომ ეს ყველაფერი რუსეთში გასატანად იყო გამიზნული, თუმცა რაც ვიცით ავლაბარში, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერება მიდიოდა, რუსეთი არ არის“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერების ტრანსპორტირების ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ორი პირი დააკავა.