დიდი ოდენობის ნარკოტიკების შემოტანის საქმე
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ის დამნაშავედ ცნო. გამოძიების ცნობით ბრალდებულმა ბულგარეთში ტრანზიტის მიზნით, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოიტანა, მის მართვის ქვეშ მყოფ სატვირთო ავტომანქანაში უკანონოდ შენახული ნარკოტიკული საშუალება – 271,7 გრამი დიაზეპამის შემცველი ფსიქოტროპული ნივთიერება.