დიდი ხუთშაბათის მსახურება სამების საკათედრო ტაძარში
ვნების კვირა და დიდი ხუთშაბათი – ამ დღეს ეკლესია ოთხ სახარებისეულ მოვლენას იხსენებს – საიდუმლო სერობასა და წმინდა ზიარების დაწესებას, ფეხთბანვის წესის დადგენას, გეთსემანიის ბაღში ლოცვასა და იუდას გამცემლობას. ამ დღეს უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა.
ღვთისმსახურება სამების საკათედრო ტაძარში შეასრულა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ. ქადაგების დროს მეუფე შიომ ევქარისტიის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და მრევლს ხშირი ზიარებისკენ მოუწოდა. ისაუბრა, თუ რატომ ჰქვია ლოცვით შეკრებას საიდუმლო სერობა და საიდან იღებს სათავეს ევქარისტიის საიდუმლო. დიდი ხუთშაბათის მსახურება და 12 ვნების სახარება – ამ დღეს სახარებიდან მაცხოვრის შეპყრობას, წამებას და ჯვარცმის ეპიზოდებს იხსენებენ.