დიდი ხუთშაბათი

დღეს დიდი ხუთშაბათია. ამ წუთებში ეკლესიებში 12-გზის სახარებას კითხულობენ. წმინდა წერილიდან იესო ქრისტეს ცხოვრებისა და ჯვარცმის შესახებ ადგილებს წაიკითხავენ. მანამდე კი ტაძრებში ფეხთბანვის ტრადიციული რიტუალი შესრულდა.

სამების საკათედრო ტაძარში ილია მეორემ 12 სასულიერო პირს ფეხი დაბანა. მოგვიანებით კი პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა.

ვნების კვირა და მზადება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის.