დიდი ფეხბურთი საქართველოს პირველ არხზე

დღეს საქართველოს პირველი არხი ორ საფეხბურთო შეხვედრას შემოგთავაზებთ, – ნიდერლანდებისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების ამხანაგური მატჩის დაპირისპირების პირდაპირი რეპორტაჟი, თბილისის დროით 19:50 წუთზე დაიწყება. 22:50 წუთი კი,  21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრის დაწყების დროა – სლოვენიის დედაქალაქში ერთმანეთს პორტუგალიისა და გერმანიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, რომ უეფა-ს აღმასკომის გადაწყვეტილებით, 21 წლამდე ნაკრებთა 2023 წლის ევროპის ჩემპიონატს, რუმინეთთან ერთად საქართველო უმასპინძლებს.