დიდი ფეხბურთი პირველ არხზე 

ევროპის ჩემპიონატი საქართველოს პირველ არხზე.

დღეიდან 11 ივლისის ჩათვლით ფეხბურთის მოყვარულებს 51 თამაშის პირდაპირი რეპორტაჟი გელოდებათ. ევროპის ჩემპიონატი რამდენიმე საათში რომში, „სტადიო ოლიმპიკოზე“ აიღებს სტარტს. გახსნის მატჩში ერთმანეთს იტალია და თურქეთი დაუპირისპირდებიან. საუკეთესოს ტიტულისთვის 24 ქვეყნის ეროვნული გუნდები იბრძოლებენ.

მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებთან ერთად ფეხბურთის გულშემატკივარს საქართველოს პირველი არხი არა ერთ საფეხბურთო გადაცემასა და ვიქტორინას შემოგთავაზებთ. დიდი ფეხბურთი საქართველოს პირველ არხზე დღეს საღამოს ათის ნახევრიდან დაიწყება. ეთერში გელოდებათ გადაცემა „ტაიმ აუტი“, სპორტული ვიქტორინა და ევროპის ჩემპიონატის გახსნის ცერემონია. იტალიის და თურქეთის ნაკრებების დაპირისპირება კი პირდაპირ ეთერში 22 საათიდან და 50 წუთიდან დაიწყება.

დატოვე კომენტარი