დიდი ფეხბურთი პირველ არხზე - დღეს მსოფლიო ჩემპიონატი იწყება

დღეიდან, 20 ნოემბრიდან  2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იწყება! ყატარიდან მატჩების პირდაპირ ტელერეპორტაჟს ექსკლუზიურად პირველი არხი შემოგთავაზებთ – მსოფლიოს უდიდეს საფეხბურთო ტურნირს არაბული ქვეყანა პირველად უმასპინძლებს და ზამთარშიც პირველად გაიმართება. ჩემპიონატის ფინალური ეტაპის პირველი მატჩი ყატარი-ეკვადორი იქნება და ის 19:50 წუთზე დაიწყება. მანამდე პირველი არხის ეთერში 18:30 წუთზე კი გადაცემა ტაიმაუტს ნახავთ. ყოველი სათამაშო დღის ბოლოს, 22:35 საათზე კი პირველ არხზე „საფეხბურთო ვიქტორინა“ გაიმართება, რომლის გამარჯვებულებიც სხვადასხვა პრიზებით დაჯილდოვდებიან.