დიდი დიღმის მოსახლეობის ნაწილის პროტესტი

დიდი დიღმის მოსახლეობის ნაწილი ყოფილი სპორტული მოედნის ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივები მიმართავენ მერიას, ტერიტორიის მესაკუთრეს შესთავაზოს ადგილმონაცვლეობა და მოედნის ტერიტორია მუნიციპალიტეტმა გამოისყოდოს.

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე განმარტავს, რომ წინა წლებში გაცემული ნებართვების გამო მერია ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. საკითხი კომპლექსურია და თითოეული ასეთი ფაქტის შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს ისე, რომ არ დაზარალდნენ არც ადგილობრივები და არც კერძო მესაკუთრეები.