დიდი ბრიტანეთის პრემიერი თანამდებობიდან გადადგა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გადადგა. კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ოფიციალურად, პოსტსა და ლეიბორისტული პარტიის ხელმძღვანელის თანამდებობას დატოვებს რამდენიმე დღეში. მისი თქმით, როდესაც პარტიის ლიდერობა ჩაიბარა, ის იყო „პოლიტიკურად, ფინანსურად და მორალურად გაკოტრებული“, თუმცა მან შეძლო მისი მდგომარეობის შეცვლა და გაძლიერება. სტარმერის განცხადებით, ყველა მისი გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესების წინ დაყენებას ემსახურებოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ უზრუნველყოფს ძალაუფლების მოწესრიგებულ გადაცემას და თავის მემკვიდრეს სრულ მხარდაჭერას გამოუცხადებს. BBC-ის მიერ გამოქვეყნებული წერილის მიხედვით, მანჩესტერის მერი, ენდი ბერნჰემი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სტარმერის ჩანაცვლებას შეეცდება. მისივე თქმით, სტარმერმა ქვეყანას დიდი სამსახური გაუწია.