დიდი ბრიტანეთის პრემიერი თანამდებობიდან გადადგა - გამოხმაურება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის გადადგომას ევროკომისიის პრეზიდენტი გამოეხმაურა. „სტარმერის ლიდერობის პერიოდში ევროპისა და უკრაინის უსაფრთხოება გაძლიერდა. „ბევრ ლიდერს შეიძლება, წლები დასჭირდეს, რომ სულ რაღაც ორ წელიწადში ისეთ სახელმწიფო მოღვაწედ ჩამოყალიბდეს, როგორიც თქვენ გახდით. თქვენი წყალობით, ევროპისა და უკრაინის უსაფრთხოება უფრო ძლიერია. გმადლობთ, ძვირფასო კირ“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

შეგახსენებთ, გადადგომასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადების გაკეთებამდე დონალდ ტრამპმა თქვა, რომ სტარმერი თანამდებობიდან წავიდოდა. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ სტარმერმა ორ მნიშვნელოვან საკითხში – იმიგრაცასა და ენერგეტიკაში წარუმატებლობა განიცადა.