დიდი ბრიტანეთის პრემიერი გადადგა
მზარდი ზეწოლისა და შიდა პარტიული უთანხმოებების ფონზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან მიდის. ხელისუფლების სათავეში თითქმის ორწლიანი ყოფნის შემდეგ კირ სტარმერი „ლეიბორისტული პარტიის“ ხელმძღვანელობიდან გადადგომასაც აანონსებს. მისი დღევანდელი გამოსვლა ემოციური აღმოჩნდა. გადაწყვეტილებამდე იყო არაერთი გაკრიტიკებული რეფორმა, სადავო გადაწყვეტილება და პარტიის მარცხი შუალედურ არჩევნებში. პრემიერ-მინისტრობის მთავარ კანდიდატად მანჩესტერის მერი, ენდი ბარნემი განიხილება, რომელმაც შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დღეს ვესტმინსტერში ფიცი დადო. „ლეიბორისტული პარტიის“ ახალი ლიდერის ასარჩევად კანდიდატების განაცხადების მიღება 9-დან 16-მდე ივლისამდე მოხდება. ერთი კანდიდატის შემთხვევაში კი შიდა არჩევნები არ ჩატარდება. პირველ სექტემბერს პარლამენტი მუშაობას განაახლებს, რა დროსაც „ლეიბორისტებს“ ახალი ლიდერი უკვე შერჩეული უნდა ჰყავდეთ. მანამდე კი პრემიერის თანამდებობაზე სტარმერი იქნება. ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს ითხოვს.