დიდი ბრიტანეთის პარლამენტი

გადაწყვეტილება, რომლის გამოც ოპონენტებმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს დიქტატორი უწოდეს.  ბორის ჯონსონმა დედოფალს პარლამენტის მუშაობის შეჩერება სთხოვა.

მთავრობის მეთაური განმარტავს, რომ 14 ოქტომბრამდე ახალი სამთავრობო გეგმის წარსადგენად დრო სჭირდება.

საკუთარი ვერსია აქვთ ოპონენტებს. ოპოზიციის ვარაუდით, ჯონსონს სხვა გეგმა აქვს და რეალურად პარლამენტის ბლოკირება მხოლოდ იმიტომ სურს, რომ 31 ოქტომბერს ქვეყანა ევროკავშირიდან შეთანხმების და წინააღმდეგობის გარეშე გაიყვანოს.