დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადება - შეფასება
ბრიტანეთის მთავრობის განცხადება, რომ უცხოელი აქტორები ვეღარ შეძლებენ თავიანთი ფულის გამოყენებას არჩევნებში ჩარევის მიზნით გამოხმაურების თემაა თბილისში. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „ხალხის წარმომადგენლობის შესახებ“ კანონპროექტი უზრუნველყოფს უფრო მეტ გამჭვირვალობას და უსაფრთხოებას პოლიტიკური შემოწირულობების გარშემო და ამასთან ერთად, აფართოებს ყველა არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას 16-17 წლის მოზარდებისთვის. ასევე აღნიშნულია, რომ ფართომასშტაბიანი ღონისძიებები შექმნის სამართლიან, უსაფრთხო და ინკლუზიურ დემოკრატიას. დიდი ბრიტანეთის მთავრობაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ღონისძიებები განამტკიცებს მთავრობის „ნულოვანი ტოლერანტობის“ მიდგომას ბრიტანეთის დემოკრატიაში უცხოური ჩარევის მიმართ, რადგან მზარდი საერთაშორისო საფრთხეები აქტუალურს ხდის მოქმედების აუცილებლობას.