დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება

დიდი ბრიტანეთის მთავრობა ქვეყნის პოლიტიკაში უცხოური ფინანსური ჩარევის საკითხზე სასწრაფო, დამოუკიდებელ შემოწმებას იწყებს. როგორც დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაშია აღნიშნული, შემოწმებას ევროკავშირიდან გასვლის დეპარტამენტის ყოფილი მუდმივი მდივანი, ფილიპ რაიკ-როფტი უხელმძღვანელებს. მიზანი – ბრიტანეთის დემოკრატიისთვის პოლიტიკური ჩარევით გამოწვეულ მზარდ საფრთხეზე პასუხია, მათ შორის ყოფილი ევროპარლამენტარის, ნეითან გილისა და დიდ ბრიტანეთში მომუშავე იურისტის, კრისტინ ლის შემთხვევებზე. გავრცელებული ცნობით, შემოწმება ამჟამინდელი ფინანსური წესებისა და დაცვის მექანიზმების სიღრმისეულ შეფასებას ითვალისწინებს.