დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ

იენს სტოლტენბერგის კრიტიკული და გამაფრთხილებელი გზავნილები მოსკოვმა რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის მოწამვლის გამოც მიიღო. არ არის გამორიცხული, რომ ნატო-მ კოლექტიური თავდაცვის მუხლი აამოქმედოს.

ალიანსის გენერალური მდივანი ამბობს, რომ ამ თხოვნით ორგანიზაციას თავად დიდმა ბრიტანეთმა უნდა მიმართოს. ეს არის პირველი შემთხვევა ნატო-ს დაარსების შემდეგ, როდესაც რუსეთში დამზადებული ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება ევროპაში გამოიყენეს.

იენს სტოლტენბერგმა დღეს ლონდონს უთხრა, რომ მარტო არ არის. კრემლის მიერ სამშობლოს ღალატში დადანაშაულებული 66 წლის სერგეი სკრიპალის მოწამვლა დიდი ბრიტანეთის სუვერენიტეტზე თავდასხმად შეფასდა ნატო-ს მოკავშირეების მხრიდანაც.

მსოფლიო ლიდერები მოსკოვიდან განმარტებებს ელოდებიან.