დიდგორობა
905 წელი უმნიშვნელოვანესი გამარჯვებიდან – დღეს დიდგორობაა.
1121 წლის 12 აგვისტოს საქართველომ დავით აღმაშენებლის ხელმძღვანელობით თურქ-სელჩუკთა აურაცხელი ლაშქარი დაამარცხა – ბრძოლა, რომელიც დავით მეფის გონივრული სტრატეგიის წყალობით ქართველთა გამარჯვებით დასრულდა, ისტორიაში „ძლევაი საკვირველის“ სახელით შევიდა. ისტორიული თარიღი საქართველოში ყოველწლიურად სახალხო დღესასწაულით აღინიშნება. ღონისძიებების ეპიცენტრი ტრადიციულად დიდგორის ველია, სადაც სპეციალურად დღევანდელი დღისადმი მიძღვნილი საგამოფენო სივრცეები მოეწყო, გაიმართა სპორტული შეჯიბრებები და სხვადასხვა აქტივობები. საბრძოლო მოქმედებების დრო გამოჩენილი გამბედაობისთვის სამხედრო მოსამსახურეებიც დააჯილდოვეს.