დიდგორობა 

საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღიდან 904 წელი გავიდა – 1121 წლის 12 აგვისტოს საქართველომ დავით აღმაშენებლის ხელმძღვანელობით თურქ-სელჩუკთა აურაცხელი ლაშქარი დაამარცხა.

ბრძოლა რომელიც დავით მეფის გონივრული სტრატეგიის წყალობით ქართველთა გამარჯვებით დასრულდა ისტორიაში „ძლევაი საკვირველის“ სახელით  შევიდა. ისტორიული თარიღი საქართველოში ყოველწლიურად სახალხო დღესასწაულით აღინიშნება. სადღესასწაულო ღონისძიებების ეპიცენტრი წელსაც დიდგორის ველი იყო, სადაც სპეციალურად დიდგორობისთვის საგამოფენო სივრცეები, სპორტული შეჯიბრებები და კონცერტი გაიმართა. ადგილზე იმყოფებოდნენ საქართველოს ხელისუფლებისა და ეკლესიის წარმომადგენლები, რომლებმაც შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და აქცენტი ერთიანობის მნიშვნელობაზე გააკეთეს.