„დიდგორი 2025-ის“ ფარგლებში, 201-ე ბატალიონის რეზერვის პირადმა შემადგენლობამ თელავში საველე სწავლება გამართა. სიმულაციური სცენარის მიხედვით, რეზერვისტებმა ჩასაფრების ოპერაცია შეასრულეს. წელს პირველად ჩაერთო სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო. მათ იმიტირებული სცენარის მიხედვით, რეზერვთან დაკავშირებული ისეთი ღონისძიებები გაათამაშა, როგორიცაა რეზერვის შეტყობინება, გამოძახება და თავშეყრის პუნქტებამდე მიყვანა. სწავლების მიზანი სხვადასხვა უწყების შესაბამის ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლება და გამოცდილების გაზიარებაა.