„დიდგორი 2025“ - ერთობლივი საველე სწავლება

„დიდგორი 2025“-ის ფარგლებში, სპეციალური ოპერაციების სარდლობისა და შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ერთობლივი საველე სწავლება ჩატარდა. სიმულაციური სცენარის მიხედვით, ორივე უწყების წარმომადგენლებს დაევალათ ამოცანა – „რეიდი ობიექტზე“, რომელიც წარმატებით შესრულდა. საველე კომპონენტის მიმდინარეობას სწავლების ფორმირებულ გენერალურ შტაბსა და უწყებათაშორის ოპერატიულ ცენტრში წარმოდგენილი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. სიმულაციური სცენარის მიხედვით, მათ შემდგომი ამოცანები უნდა დაესახათ. საშტაბო კომპონენტი კრწანისში მდებარე სიმულაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ცენტრშია განთავსებული. მოცემული სწავლებები ხელს უწყობს სხვადასხვა უწყების შესაბამის ქვედანყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, გამოცდილების გაზიარებას და შესაძლო გამოწვევების მიმართ განსახორციელებელი მოქმედებების დახვეწას.