„დიდგორი 2017“ - ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში ღია კარის დღე გაიმართა

ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში „დიდგორი 2017“-ის ღია კარის დღე გაიმართა. სამეთაურო-საშტაბო სწავლების მიმდინარეობას სამთავრობო უწყების წარმომადგენლები, სამხედრო ატაშეები და დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები ესწრებოდნენ.

ხელმძღვანელობამ სტუმრებს „დიდგორი 2017“-ის შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი ჩაუტარა და სწავლების სცენარი და სტრუქტურა დეტალურად გააცნო.

სამეთაურო-საშტაბო სწავლება უკვე დასკვნით ფაზაშია.