დიდაჭარელი მემთეურები
დიდაჭარის მთებში ახლა მემთეურების სეზონია. უძველესი ტრადიცია აქაურ ყოველდღიურობაში მაისიდან ოქტომბრამდე ცოცხლდება. იალაღებზე საქონელი ძირითადად ოჯახის უფროს თაობას მიჰყავს, ზამთრისთვის რძის პროდუქტების მომზადება კი მეტწილად ქალების საზრუნავია. საზაფხულო საძოვრებზე შრომა რთულია, თუმცა საკმაოდ შემოსავლიანიც. ამის მიუხედავად, მემთეურები ამბობენ, რომ იალაღებზე ასვლის მსურველთა რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება.
ცხოვრება დიდაჭარის მთებში – მერაბ წულუკიძისა და ედნარ კოჩალიძის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები