დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი

გაერთიანებულ სამეფოს ახალი პრემიერ-მინისტრი ეყოლება. ისტორიაში მესამედ, ქვეყანას სათავეში ქალი ჩაუდგება. დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ლიზ ტრასი „კონსერვატიულმა პარტიამ“ ახლა თავმჯდომარედ აირჩია და ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დასაკავებლად ემზადება. ის ამ თანამდებობაზე ბორის ჯონსონს შეცვლის, რომელმაც მსოფლიოს თავი უკრაინის აქტიური მხარდაჭერით დაამახსოვრა. ტრასი იქნება მე-15 პრემიერ-მინისტრი ელისაბედ მეორის მმართველობის პერიოდში და ასევე პირველი პრემიერი, რომელსაც დანიშვნის წინ აუდიენციაზე არა ლონდონის ბუკინგემის სასახლეში, არამედ დედოფლის შოტლანდიის რეზიდენციაში მიიღებენ. როგორი იქნება დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ მინისტრი – ნახეთ სიუჟეტში.