დიასპორის ფორუმი

21:29, 27.05.2025

უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი სამშობლოში დაბრუნება – ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ თანამოქალაქეებს, მათთან დაკავშირებული პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააცნეს.

უკვე ტრადიციად ქცეულ დიასპორის ფორუმზე მთავარი აქცენტი გაკეთდა საქართველოს პოპულარიზაციის და ქვეყნის მიმართ ცნობადობის ამაღლების საქმეში ემიგრანტების უმნიშვნელოვანეს როლზე. ყურადღება გამახვილდა ქართულ დიასპორებთან კავშირების კიდევ უფრო გაძლიერებისა და ემიგრანტების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. ფორუმის დასასრულს ქვეყნის საგარეო უწყებამ სხვადასხვა კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა.

დიასპორის წარმომადგენლებს გააცნეს უწმინდესის წერილიც.

მსგავსი