დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ონლაინფორუმი 

21:28, 28.05.2021

პანდემიამ გამოწვევების წინაშე დააყენა უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები. მათი პრობლემები დიასპორის ფორუმზე მოისმინეს.

28 მაისს ქვეყანა დიასპორის დღეს აღნიშნავს, თუმცა კორონავირუსის გამო ფორუმს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ონლაინ-ფორმატით შეუერთდნენ. ემიგრანტების ყველაზე დიდი სურვილი სამშობლოსთან მეტი კონტაქტია. თავის მხრივ, ხელისუფლება საკუთარ თანამემამულეებს ქართული სათვისტომოების გაძლიერებას ჰპირდება. გაჟღერდა რამდენიმე ინიციატივა. პრეზიდენტს საპარლამენტო საქმიანობაში ქართული დიასპორის ჩართვა სურს.

მსგავსი