დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი

„დიასპორა სამშობლოსთვის – ტრადიცია, ერთიანობა, განვითარება“ – თბილისი დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმს მასპინძლობს. ფორუმს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი პირები, საპატრიარქოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვეს. ასევე, საკვირაო სკოლების მასწავლებლებს პროფესიული განვითარების კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატების გადასცეს.

ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი ყოველწლიურად იმართება და მიზნად ისახავს სახელმწიფოსა და დიასპორას შორის კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას, არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე მსჯელობას და ქვეყნის განვითარებაში დიასპორის წარმომადგენელთა როლის გაზრდას. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, პრემიერმა, პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. ასევე წაიკითხეს პატრიარქის მიმართვაც.