დიალოგის რესურსი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის

მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი პოლიტიკური დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. ეს პერსპექტივა ოპოზიციის 51 არჩეული დეპუტატის მანდატების შენარჩუნებამაც გაახანგრძლივა. ორივე მხარე ელჩების თანდასწრებით საუბრისთვის მზად არის, თუმცა კონსენსუსის მიღწევა სულ უფრო საეჭვო ხდება. „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციურ პარტიებს შეთანხმებისთვის საკუთარი პირობები აქვთ. ხელისუფლება ოპონენტების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ანუ რიგგარეშე არჩევნების განხილვას მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს, თუ საპარლამენტო საგამოძიებო კომისია არჩევნების თუნდაც ერთპროცენტიან გაყალბებას დაადასტურებს. თუმცა ოპოზიცია კომისიაში ჩართვაზე უარს ამბობს. მათ მიერ ბრძოლის და პროტესტის გზად არჩეულ ბოიკოტის იდეას მხარდაჭერა დღეს კიდევ ერთხელ გამოუცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რომლის კრიტიკის სამიზნე „ქართული ოცნებასთან“ და საპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად, უკრაინული მედიაც გახდა.

მოამბე

დატოვე კომენტარი