დიალოგის რესურსი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის

მძიმე პოლიტიკური ვითარების განმუხტვის პერსპექტივა ჯერ არ ჩანს.

დღეს გაკეთებული განცხადებების მიხედვით, საეჭვოა, გადაინაცვლებს თუ არა პროცესები მოლაპარაკებათა მაგიდასთან. აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრიდან მეორე დღეს ოპოზიცია დიალოგის დასაწყებად სამ პირობას აყენებს – ვადამდელი არჩევნების ჩატარება, მელია-რურუას გათავისუფლება, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა. სხვა შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის მოწოდება მოლაპარაკების დაწყებისა და გამოწვევების ერთად დაძლევისკენ მოწოდებად დარჩება. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის დაკავების შემდეგ ოპოზიციონერი ლიდერების ტონი კიდევ უფრო გამწვავდა. მაშინ როდესაც შექმნილ სიტუაციაში ოპოზიციისთვის ახალი არჩევნების გარდა სხვა გამოსავალს ვერ ხედავს, მმართველი გუნდისთვის ოპონენტების მთავარი მოთხოვნის დაკმაყოფილება მხოლოდ საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიაზე გადის.

დატოვე კომენტარი