დიალოგის პერსპექტივა - მხარეთა პოზიციები

ბრიუსელი თბილისიდან პროგრესს 16 მარტამდე ელის, თუმცა ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება ჯერ არ დაწყებულა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ დატოვებულ ექვს საკითხზე შეთანხმების მიღწევა და კომპრომისზე წასვლა მხარეებს სხვადასხვანაირად ესმით. სიახლეა მხოლოდ ის, რომ ოპოზიციურ სპექტრში ვადამდელი არჩევნების საკითხზე პლებისციტის ჩატარების თემა აქტიურდება. პარტიების ნაწილი პლებისციტის ჩატარებაზე თანახმაა, თუმცა არიან მოწინააღმდეგეებიც. პირველ რიგში კი მიხეილ სააკაშვილი, რომლის გუშინდელ კატეგორიულ ტონს და მოწოდებას ოპოზიციის ერთი ნაწილი უკვე გაემიჯნა.

თამუნა წიკლაური არკვევდა, რა პერსპექტივა აქვს წინაპირობების გარეშე დიალოგის დაწყებას.

დატოვე კომენტარი