დიალოგის პერსპექტივა და ოპოზიციის გეგმები

როგორ ესახებათ პოლიტიკურ ლიდერებს 28 ნოემბრის შემდეგ შექმნილი კრიზისული სიტუაციის დაძლევა – ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნის გადაწყვეტილებას საზოგადოების ნაწილთან ერთად ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებად განიხილავს ოპოზიციაც, რომელიც გამოსავალს მხოლოდ ახალი არჩევნების დანიშვნაში და ხელისუფლებაზე საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებაში ხედავს.

28 ნოემბრიდან დაწყებული აქციების მიღმა პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს და დესტაბილიზაციის მცდელობას ხედავს მმართველი გუნდი, რომელიც ოპონენტებს ხელისუფლების შეცვლით დაინტერესებული გარე ძალების დავალებების შესრულებაში ადანაშაულებს. პოლიტიკურ აქტორებს შორის დიალოგის პერსპექტივა ბუნდოვანია – ნებისმიერ ფორმატში დისკუსიასა და დიალოგზე „ქართული ოცნების“ შეთავაზება მხოლოდ აქციის მონაწილეებზე ვრცელდება.