დიალოგის მორიგი რაუნდი - „ქართული ოცნების“ პოზიცია

ოპონენტებისაგან განსხვავებული პოზიცია აქვთ სახელისუფლებო პარტიაში და იმედოვნებენ, რომ შეთანხმება მხარეებს შორის შედგება. მომდევნო შეკრებამდე „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკურ კონკურენტებს საგამოძიებო კომისიის შექმნა შესთავზა, რომელიც არჩევნების შედეგებს შეისწავლის. რიგგარეშე კენჭისყრის გამართვას კი, იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ ახალ პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისია, მმართველი პარტიის სასარგებლოდ ერთპროცენტიან უპირატესობას მაინც გამოავლენს.

დატოვე კომენტარი