დიალოგის მეხუთე რაუნდის მოლოდინში

მმართველი გუნდი და ოპოზიცია ძირითად საკითხებზე კვლავ ვერ თანხმდებიან, თუმცა, მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის გამართვის მზადყოფნას გამოთქვამენ. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ ხელახალი არჩევნების გამართვა მათთვის გადამწყვეტი საკითხია. მმართველ გუნდში კი იმედს გამოთქვამენ, რომ ოპონენტები პარლამეტში შესვლის გადაწყვეტილებას მიიღებენ.