დიალოგი უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხებზე
სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა მონაწილეობა მიიღო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხებზე ბაქოს დიალოგის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში, სახელწოდებით – „ნდობის განმტკიცება და ეფექტიანი მექანიზმებისა და გადაწყვეტილებების შემუშავება უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად“. კონფერენცია აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქ ბაქოში გაიმართა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გახსნით სესიაზე კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მან ყურადღება გაამახვილა 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეულ ძალისხმევასა და სამომავლო ხედვებზე.