დიალოგი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის

ამ დრომდე უცნობია, გაგრძელდება თუ არა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები. მხარეები საკუთარ წინაპირობებზე საუბრობენ. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან მხოლოდ ნიკა მელიასთან ერთად დასხდებიან. ნაწილი აცხადებს, რომ მათ უცვლელ მოთხოვნად ვადამდელი არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება რჩება.

უმრავლესობის წევრების თქმით კი, მათი მხრიდან კომპრომისული ნაბიჯები გადადგმულია როგორც საარჩევნო რეფორმაზე მუშაობის კუთხით, ასევე საგამოძიებო კომისიის შექმნის მიმართულებით. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ეს მმართველი გუნდისთვის კვლავ წითელი ხაზია.

 

დატოვე კომენტარი