დიალოგი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის

რა ფორმატში გაგრძელდება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემის გარშემო შეჩერებული მოლაპარაკებები, – ეს კითხვა „ქართული ოცნების“ ახალმა შეთავაზებამ გააჩინა.

მმართველი გუნდი მზადაა, საარჩევნო სისტემის გარშემო კომპრომისული შეთანხმების მისაღწევად ოპოზიციურ პარტიებს ერთად და ცალ-ცალკე შეხვდეს. დღეს ცნობილი ხდება, რომ პირველი ასეთი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან უკვე გამართა „გირჩმა“, რომელიც ამავე დროს „ლეიბორისტების“ ოფისში მიმდინარე ოპოზიციური შეკრებების მონაწილეა. თუმცა, ამავე შეკრების დანარჩენი მონაწილეები ამ ეტაპზე ცალ-ცალკე შეხედრებს გამორიცხავენ. არ არის გამორიცხული, რომ ინდივიდუალურ რეჟიმში ხელისუფლებას საკუთარი საარჩევნო წინადადება წარუდგინონ დამოუკიდებელმა დეპუტატებმაც, თუმცა მოლაპარაკებისთვის ისინი გარკვეული პირობების დაცვას ითხოვენ.

დატოვე კომენტარი