დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის

ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, თუმცა, ცნობილია მმართველი გუნდის გადაწყვეტილება, რომ შეთანხმება თებერვლის ბოლომდე უნდა შედგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეთანხმების ფანჯარა დაიხურება – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.

მმართველი გუნდის შეთავაზება უცვლელია. მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატების რაოდენობა 50-მდე უნდა შემცირდეს, აღნიშნულ ვერსიას არ ეთანხმება ოპოზიცია. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან კონკრეტულ თარიღზე საუბარი ულტიმატუმს უფრო ჰგავს, ვიდრე მოლაპარაკებების კონსტრუქციული რეჟიმით წარმართვას.

ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ოპოზიციას მოლაპარაკებების პროცესში ექნება ისეთი წინადადებები, რომელზე უარის თქმაც ხელისუფლებას გაუჭირდება.