დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით გამართული შეხვედრიდან ოთხი დღის შემდეგაც, პოლიტიკურ ოპონენტებს შორის პოზიციების დაახლოება ვერ ხერხდება. ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, საჯარო განცხადებებში მოლაპარაკების მზადყოფნას გამოთქვამენ, თუმცა მოთხოვნებს არ ცვლიან. ოპოზიციაში პლებისციტთან დაკავშირებით განსხვავებული დამოკიდებულებები აქვთ, – ნაწილი მიიჩნევს, რომ პლებისციტი ამ ეტაპზე საუკეთესო ვარიანტია და მზად არიან ამ კომპრომისზე წასასვლელად. ნაწილის თქმით, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გარეშე შეთანხმება შეუძლებელია.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიცია მოთხოვნებთან დაკავშირებით უნდა ჩამოყალიბდეს.

მოამბე

დატოვე კომენტარი