დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა ბანაკი ლაგოდეხში 

18:39, 22.06.2026

საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ექს ჯორჯია“ დიაბეტით დაავადებული ბავშვებისთვის, ბანაკს წელსაც გამართავს.  წელს ბანაკი ლაგოდეხში 22-დან 29 ივნისის ჩათვლით გაიმართება. პროგრამა მოიცავს სპეციალურ ფიზიკურ დატვირთვას, ტრენინგებს, ოთხჯერად კვებას, სისხლში შაქრის სამჯერად კონტროლსა და ბავშვებისთვის ჯანსაღი დღის წესრიგის ჩამოყალიბებას. ბანაკის მონაწილეები, დღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შეიკრიბნენ. ორგანიზაცია უკვე 30 წელია 12-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის, საქართველოში ამერიკული პროგრამით სამედიცინო საგანმანათლებლო და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ბანაკს აორგანიზებს. ბანაკის ორგანიზატორები საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაცია „ექს ჯორჯიასთან“ ერთად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არიან.

მსგავსი