დიაბეტის მსოფლიო დღე

21:47, 14.11.2025

დღე, როდესაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადება განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ექცევა – 14 ნოემბერს დიაბეტის მსოფლიო დღეა.

წელს  მთავარი გზავნილი, ნებისმიერი პაციენტისთვის, ცხოვრების ყველა ეტაპზე კომპლექსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. შაქრიანი დიაბეტი მსოფლიოში ნახევარ მილიარდზე მეტ ადამიანს აწუხებს. არაერთ ქვეყანაში ამ დაავადებამ ეპიდემიის ფორმაც კი მიიღო. სტატისტიკის თანახმად, საქართველოში ბოლო წლებში დიაბეტის ახალი შემთხვევების რაოდენობა იზრდება. 2024 წელს ეს დიაგნოზი 13 ათასზე მეტ პაციენტს დაუსვეს. წლიდან წლამდე ფართოვდება დიაბეტის მართვის პროგრამა, თუმცა გამოწვევები მაინც რჩევა.

მსგავსი