დიაბეტის მქონე ბავშვების პრობლემები

პირველი ტიპის დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლები ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავენ.

მთავარი მოთხოვნა იმ თანამედროვე მოწყობილობების შესყიდვაა, რომლითაც სისხლში შაქრის დონის განსაზღვრა ავტომატურ რეჟიმში, ანუ ნემსის გარეშეა შესაძლებელი. თუმცა, მონიტორინგის თანამედროვე სისტემა საკმაოდ ძვირი ღირს, რის გამოც ის შესაბამისი დაავადების მქონე არასრულწლოვანთა დიდი ნაწილისთვის მიუწვდომელია. ოჯახები ითხოვენ, რომ მითითებული მოწყობილობებით მომარაგება ჯანდაცვის უწყებამ სახელმწიფო პროგრამაში გაითვალისწინოს. პირველი ტიპის დიაბეტის მქონე მოზარდთა მშობლები სამინისტროს იმ კლინიკების გაფართოებისკენაც მოუწოდებენ, სადაც სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სერვისები მიეწოდებათ.