დღნორისა – სოფელი, რომელსაც დაცლის საფრთხე ემუქრება

21:07, 25.10.2026

ისტორიულ-გეოგრაფიულად დღნორისა მჭიდროდ არის დაკავშირებული ლეჩხუმთან, თუმცა დღეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. წერილობით წყაროებში სოფელი პირველად მე-17 საუკუნის 60-იან წლებში იხსენიება, თუმცა არქეოლოგიური აღმოჩენები მოწმობს, რომ ეს ტერიტორია უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული. ათწლეულების წინ აქ 400-მდე ოჯახი ცხოვრობდა, ახლა კი დაახლოებით 90 კომლია შემორჩენილი. რთული საყოფაცხოვრებო პირობების გამო სოფელს სულ უფრო მეტი ადგილობრივი ტოვებს. დღნორისა დღემდე არ არის გაზიფიცირებული; წყალმომარაგების ერთიანი სისტემის არარსებობის გამო კი მოსახლეობა ძირითადად წყაროს წყალს იყენებს.

ირმა ჭოლაძისა და დავით ლორთქიფანიძის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები

მსგავსი