დღეიდან მოამბეში 21 საათზე ნახეთ ქართული და მსოფლიო სპორტის ყველაზე საინტერესო და ახალი ამბები.
ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა, მთავარი გამოშვების ბოლო ბლოკი დღის მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენებს დაეთმობა. პირველი არხის სპორტული რედაქციის ჟურნალისტებთან ერთად, ყველაზე აქტუალურ თემებს სპორტული კომენტატორები გიორგი თვალაბეიშვილი და დავით ბანანაშვილი გაგვაცნობენ.
სპორტის ყველაზე აქტუალური მოვლენები მოამბის ობიექტივში დღეს საღამოს დავით ბანანაშვილთან ერთად მოხვდება.