დღის ცენტრების მასწავლებლების მოთხოვნა

ქვეყნის მასშტაბით არსებულმა დღის ცენტრებმა შესაძლოა პროტესტის ნიშნად მუშაობა შეწყვიტონ, რის გამოც არ არის გამორიცხული, ბენეფიციართა ნაწილი შესაბამისი მომსახურების გარეშე დარჩეს. საუბარია დაწესებულებებზე, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მიუსაფარი და სოციალურად დაუცველი ბავშვები სხვადსხვა სერვისს იღებენ. ცენტრების წარმომადგენლები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ანაზღაურების მატებას ითხოვენ. თანხა, რომელიც ბენეფიცირებისათვის არის გამოყოფილი, ცენტრის წარმომადგენლების განმარტებით, საჭიროებებს ვერ ფარავს. რაც შეეხება უშულოდ პერსონალს, სპეც-პედაგოგები მოითხოვენ, სტატუსით საჯარო სკოლის მასწავლებელებს გაუთანაბრდნენ, რომლებსაც მათი თქმით, უკეთესი სამუშაო პირობები აქვთ. ამ მოთხოვნებს დღეს უმრალესობიდან მოკლედ, კონკრეტიკის გარეშე უპასუხეს და განმარტეს, რომ პრობლემის შესახებ იციან და მის მოგვარებაზეც მუშაობენ.