დღეს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა

12:21, 24.08.2026

უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად, კიევში ევროპელი ლიდერები იმყოფებიან, მათ შორის დანიის, ესტონეთის, ფინეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ნორვეგიის მეთაურები. ისინი მონაწილეობას მიიღებენ ე.წ. მსურველთა კოალიციის შეხვედრაში, რომელიც კიევში პირველად გაიმართება. უკრაინის დედაქალაქში ჩავიდა დიდი ბრიტანეთის ახალარჩეული პრემიერ-მინისტრიც. დღის მანძილზე კიევში უცხო ქვეყნების სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლებსაც ელოდებიან. შეხვედრები უკრაინის დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების 35-ე წლისთავთან დაკავშირებით იმართება. მანამდე, 23 აგვისტოს უკრაინაში სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნეს. უცხოელმა ლიდერებმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად მიიღეს ამ ღონისძიებაში მონაწილეობა. კიევში ასევე ჩავიდნენ აშშ-ის სენატორებიც.

მსგავსი