დღეს, ტრადიციულად, საშობაო ალილო გაიმართება

დღეს, ტრადიციულად, საშობაო ალილო გაიმართება. მსვლელობა  ვარდების მოედნიდან დაიწყება. მონაწილეები რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანს, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩებს გაივლიან.

ალილო სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, სადაც სასულიერო პირები პარაკლისს გადაიხდიან.

მსვლელობაში ჩართულები გზადაგზა ნობათსა და ტკბილეულს შეაგროვებენ და მოგვიანებით ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებში გადაანაწილებენ.

მარამ სეთურიძის ჩართვა ვარდების მოედნიდან.