დღეს სვეტიცხოვლობაა

15:32, 13.07.2026

დღეს სვეტიცხოვლობაა – მცხეთაში დილიდან ხალხმრავლობა იყო. სადღესასწაულო წირვა პატრიარქმა შიო მესამე აღავლინა. ზიარების შემდეგ კი მრევლს ქადაგებით მიმართა და თარიღის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისივე თქმით, წელს ქვეყანა აღნიშნავს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის იუბილეს, რაც სწორედ მოციქულთა ღვაწლის შედეგია. პატრიარქად კურთხევის შემდეგ, შიო მესამემ სვეტიცხოველში ღვთისმსახურება პირველად ჩაატარა. სვეტიცხოვლობა საქართველოში წელიწადში ორჯერ – 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება.

მსგავსი