დღეს შინდისის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს იხსენებენ

დღეს შინდისის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს იხსენებენ. გმირთა მემორიალთან, გორის რაიონის სოფელ შინდისში სამხედროების ხსოვნას პატივს მიაგებენ.

შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ხუთ დღეს გრძელდებოდა.

412 დაღუპული, 130 ათასი იძულებით გადაადგილებული პირი, რომელთაგან 30 ათასი დღესაც დევნილობაში ცხოვრობს, 35 ათასი განადგურებული სახლი, მიწასთან გასწორებული 53 ქართული სოფელი, რუსეთის მიერ დამატებით ოკუპირებული ხუთი ხეობა და 125 სოფელი. საქართველოს მოქალაქეებს დღემდე უწევთ ცხოვრება მავთულხლართების მიღმა, – ეს აგვისტოს ომის შედეგებია.