დღეს საყოველთაო ნათლობა გაიმართება

12:29, 15.11.2026

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III ამ წუთებში თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას აღავლენს რომლის დასრულების შემდეგაც მრევლს ქადაგებით მიმართავს. დღის მეორე ნახევარში კი სამების საკათედრო ტაძარში მესამე და მომდევნო შვილის საყოველთაო ნათლობის 75-ე ეტაპი გაიმართება. პატრიარქის მიერ დაწესებული საყოველთაო ნათლობის ტრადიცია მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერასა და შობადობის წახალისებას ემსახურება. ნათლობის მორიგ ეტაპზე უწმინდესი და უნეტარესი შიო III ახალშობილებს პირადად მონათლავს და მათ ნათლიად დაუდგება.

მსგავსი