დღეს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ტარდება

328 272 რეგისტირებული მოქალაქე მერის ასარჩევად უბანებზე დღეს მეორედ მიდის. სად ვაძლევთ ხმას და რომელ ოლქებში გახდა საჭირო მეორე ტურის ჩატარება, – ესენია ერთი თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი და 5 თვითთმართველი თემი: ყაზბეგი, ოზურგეთი, მარტვილი, ბორჯომი, ხაშური, – ყველა ოლქში ჯამში 317 უბანია გახსნილი.

საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს ახლა 50%-იანი ბარიერის გადალახვა აღარ სჭირდებათ. გამარჯვებისთვის ხმათა უმრავლესობა საკმარია და ერთი ბიულეტენიც კი, შესაძლოა, გადამწყვეტი მნიშვნელობის გახდეს.

დედაქალაქისა და რეგიონების წარმომადგენლობითი ორგანოები უკვე დაკომპლექტებულია, უმრავლეს ოლქებში მერების ვინაობაც გარკვეულია. დღევანდელი კენჭისყრა კი 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატების გამოვლენას დაასრულებს.

დატოვე კომენტარი