დღეს საქართველოში დალია გრიბაუსკაიტე ჩამოდის

დღეს საქართველოში ლიეტუვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე ჩამოდის. პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ  პრეზიდენტები პირისპირ შეხვედრას გამართავენ, რის შემდეგაც, მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად, გიორგი მარგველაშვილის მოწვევით, საქართველოს დღეს ასევე ეწვევიან პოლონეთის, სლოვაკეთის, ლატვიის, ფინეთის, სომხეთისა და ევროკომისიის პრეზიდენტები.

პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ მთავარ საზეიმო ღონისძიებაზე, თავისუფლების მოედანზე, 6 ქვეყნის პრეზიდენტი და ევროკომისიის პრეზიდენტი ქართველი ხალხის წინაშე წარდგებიან და საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის ეროვნულ დღესასწაულს მიულოცავენ.